Tuesday, April 19, 2011

modern art / თანამედროვე ხელოვნება

Art in the period of 19th - the 20th - the day before the century is called modern art, or Postmodernism. It is the philosophical with the newest ideas is saturated and gives us the opportunity to start a natural material and a new vision of the concept art.Postmodernism pekhs taking Vincent van Gogh, Paul Cezanne, and their contemporaries heritage, as saying. The 20th - century Henri Matisse and many other young artists of the radical changes made to art in the city in Paris and it is loaded passionate, diverse, gamomkhatvelobiti landscapes figures and work. Matisse beganArts and developed a simple, powerful and warm colors he used a cold green - blue wallpaper and Rhyme dancing pigurebisa taken up by the emotional freedom hedonizmi called. Pablo pikasom the 19th - century laid the foundation for his first Cubist works, which contained the ideas of Cezanne that all three figures reduced to simplicity, such as the cube, the circle of cones. The idea, she created a new, radically different process romelishi all figures were simplified, primitive.



ხელოვნებაში პერიოდს მე-19-ე მე-20-ე საუკუნიდან დღემდე უწოდებენ თანამედროვე ხელოვნებას ან პოსტმოდერნიზმს. იგი ფილოსოფიურთან ერთად უახლესი იდეებით არის გაჯერებული და საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ ბუნების მატერიის და ხელოვნების კონცეფციის ახლებურად ხედვა.
პოსტმოდერნიზმი ფეხს იკიდებს ვინსენტ ვან გოგის,პაულ სეზანის და მათი თანამედროვეების მემკვიდრეობაზე დაყრდნობით.მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ჰენრი მატისმა და მრავალმა სხვა ახალგაზრდა მხატვრებმა რადიკალური ცვლილებები შეიტანეს ხელოვნების ქალაქში პარიზში და იგი დატვირთეს მგზნებარე, მრავალფეროვანი,გამომხატველობითი ლანდშაფტების ფიგურებითა და ნამუშევრებით.მატისმა დაიწყო და განავითარა მარტივი ხელოვნება, მძლავრ თბილ ფერებთან მან გამოიყენა ცივი მომწვანო-ლურჯი ფონი და რითმა მოცეკვავე ფიგურებისა გადაიყვანა ემოციურ თავისუფლებამდე რასაც ჰედონიზმი ჰქვია. პაბლო პიკასომ მე-19-ე საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა თავის პირველ კუბისტურ ნამუშევრებს, რომელიც შეიცავდა სეზანის იდეებს რომ ყველა ფიგურა დაიყვანება სამ სიმარტივემდე, როგორებიცაა :კუბი,წრე კონუსი. ამ იდეით მან შექმნა ახალი, რადიკალურად განსხვავებული მიმდინარეობა რომელიშიც ყველა ფიგურა იყო გამარტივებული, პრიმიტიული.

(წყარო:24 page,matching modern painting in this book)

მხატვრობა ძველ დროში



ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა ხელოვნების ისტორია, როგორც თვით კაცობრიობის მატიანე. ხელოვნება ხომ უხსოვარი დროიდან არსებობს. იგი აღმოცენდა უფრო ადრე, ვიდრე მიწათმოქმედება, მეცნიერება, სახელმწიფო. ხელოვნება წარმოიშვა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ადამიანები ეწეოდნენ ველურ ცხოვრებას, იკვებებოდნენ ნანადირევის უმი ხორცით. იარაღის მაგივრობას მათ ქვა და ჯოხი უწევდა. თანდათანობით ქვის საგანგებო დამუშავება დაიწყეს. აძლევდნენ გარკვეულ ფორმას იმისდა მიხედვით, თუ რა საჭიროებისათვის გამოიყენებდნენ მას, დაიწყეს შრომის, საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა საგანთა შექმნა, ზრუნავდნენ საკუთარ სამოსზე, საცხოვრებელზე და, ამასთან ერთად, ყველაფერში ამჟღავნებდნენ სწრაფვას მშვენიერებისა და სრულყოფილებისაკენ. სწორედ კაცობრიობის განვითარების ამ პერიოდს უკავშირდება ხელოვნების პრიმიტიული ნიმუშების შექმნაც, რომლებშიც პირველყოფილი ადამიანები უმარტივესად, შეძლებისდაგვარად გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს, განცდებს, დამოკიდებულებას გარესინამდვილისადმი, იქნებოდა ეს მამონტის ეშვზე ამოკაწრული თუ გამოქვაბულის კედლებზე მოხატული ნადირობის სცენები, პატარა სკულპტურული გამოსახულებები, სასმისები, სამკაულები ბევრისმთქმელი მოხატულობებით და ა.შ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ხატავდნენ საღებავებით, რომელთაც საუკუნეთა ქარტეხილებს გაუძლეს და რომელთა შემადგენლობაც დღემდე უცნობია. რა ძალა ამოქმედებდა ადამიანს? რა თქმა უნდა, შინაგანად განცდილის გარეგანსახიერების ბუნებრივი _ შემოქმედებითი იმპულსი.
XIX საუკუნეში ფარდა აეხადა ხელოვნების ისტორიის იდუმალებით მოცულ მრავალ საოცრებას.
1876 წელს ცნობილი ესპანელი არქეოლოგის მარსელინო სუტუოლას მიერ აღმოჩენილ იქნა ესპანეთის უზარმაზარი გამოქვაბულის ალტამირას მოხატულობა.
1940 წელს საფრანგეთში მდებარე ლასკოს გამოქვაბულის ფერწერამ განაცვიფრა როგორც მეცნიერები, ისე საზოგადოება _ მათ თვალწინ გადაიშალა ყველაზე სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოები, რაც კი პალეოლითის ხანაში შექმნილა.
მეცნიერები გააოცა გამოსახულებათა სიუხვემ, შესრულების მანერამ, დინამიკამ, სიზუსტემ. პირველყოფილი ადამიანი ცდილობდა ბევრი რამის ახსნას, თავისებურად აკვირდებოდა ბუნებას, ხატავდა...პირველყოფილი ადამიანის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები, აღმოჩენილი
იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ციმბირში, აფრიკაში და სხვაგან, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელოვნება თან სდევდა ადამიანს მისი არსებობის პირველივე ნაბიჯებიდან. საოცარია, რომ ამ დროს ადამიანს თვალი და ხელი ისე ჰქონდა გაწაფული, დაკვირვებულ და დაოსტატებულ მხატვარსაც კი შეშურდებოდა.პირველყოფილი მხატვარი ოსტატურად ხმარობდა ბუნებრივ საღებავებს: მინერალურ საღებავს ურევდა წყალში, უმატებდა ცხოველის ცხიმსა და მცენარის წვენს. ეს საღებავი მღვიმის ნახატებს განსაკუთრებულ სინათლეს ანიჭებდა. ფერადი თიხა, ნახშირი _ მხატვრის ძირითადი ფერადოვანი მასალა იყო.ხატავდნენ ხის ქერქებსა თუ ტყავზე და ეს იყო შეტყობინების ერთ-ერთი ხერხი. თანდათანობით ასეთი ნახატების რიცხვი იზრდებოდა, იხვეწებოდა კიდეც და საკმაო ხნის შემდეგ დამწერლობად ჩამოყალიბდა. ამგვარად, ნახატის მეშვეობით კაცობრიობა თავის არსებობის ისტორიაში უდიდეს აღმოჩენამდე მივიდა, ადამიანმა ჯერ ხატვა ისწავლა, შემდეგ კი დამწერლობას დაეუფლა.

ბიბლიოგრაფია მხატვრობაზე



თეატრის მხატვრობა = Театрально-декорационное искусство = Scene pa...0 / 0
2006 [გ.გ] | print 240გვ. : ილ.
           დაკავება Google Books ძიებაში დათვალიერება
ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა=Early medieval g...0 / 0
სხირტლაძე,ზაზა.
2008 [საქ. საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლ. ცენტრი] | print XVIII, 357გვ. : ილ.
           დაკავება Google Books ძიებაში დათვალიერება


ვიზუალური ნიშნები თანამედროვე კულტურაში : [რიდერი]0 / 0
ხაბულიანი, ხათუნა [შემდგენელი]
2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 140 გვ.
 

ხელოვნების გაკვეთილები VIII კლასში : მასწავლებილი წიგნი ; სახვითი...0 / 0
მაჭარაშვილი, ნანა.
2007 მერიდიანი | print 80 გვ.

ბიბლიოთეკაში...

ჩემთვის სასურველი ინფორმაცია რომ მომეძებნა ამისათვის მე მომიხდა წასვლა საჯარო ბიბლიოთეკაში, რადგან  არ ვიყავი დარეგისტრირებული ამისათვის, რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცედურა უნდა გამევლო.რის შედეგადაც მომცემდნენ სასურველ წიგნს. არ შემიძლია არ გითხრათ (რასაკვირველია, მათ ვინც არ  ყოფილან  ჯერ  ბიბლიოთეკაში) თუ როგორი გარემოა. სიმშვიდე, სიწყნარე, სისუფთავე, წიგნის სუნი.... ნამდვილად იდეალური გარემოა მკითხველისათვის. 
რაც შეეხება რეგისტრაციას,სულაც არ არის რთული და დამღლელი,როგორც მე მეგონა. პროცედურის გავლისათვის საჭირო არის პირადობის მოწმობა და ფოტო სურათი,მინდა გითხრათ,რომ თუ სურათი თან არ გაქვთ,სულაც არ წარმოადგენს ეს პრობლემას იქვე გადაგიღებენ.მე პირადად ორი ქალბატონი დამხვდა,რომლებისგანაც სასიამოვნო აურა მოდიოდა,(ერთი სურათს იღებდა) ხოლო მეორემ მომცა ბლანკი რომელიც უნდა შემევსო,(მისამართი,ტელეფონის ნომერი,სასწავლებელი,ფაკულტეტის დასახელება) ცუდი ის არის რომ ბილეთს იმავე დღეს არ გაძლევენ,მეორე დღეს უნდა მიხვიდე და შემდეგ კი ნებისმიერ დროს შეგიძლია ისარგებლოთ ბიბლიოთეკით.

რატომ მხატვრობა?

   ეს არის ჩემი პირველი "ბლოგი" რომელსაც ვაკეთებ მხატვრობაზე, უფრო ზუსტად კი თუ როგორ ვრცელდება ინფორმაცია მხატვრობის (ნახატების,სურათების)საშუალებით, როგორ იყენებდნენ მას ძველ დროში და  იყენებენ დღეს.
  ნახატი რამოდენიმე მნიშვნელობით შეიძლება იყოს გამოყენებული,მისი საშუალებით შეგვიძლია გამოვხატოთ:ემოცია,განწყობა,ტკივილი,ისტორია და ა.შ მაგალითად ცნობილი მხატვარი სეზანი ამბობს:"ვხატავ როგორც ვხედავ,როგორც ვგრძნობ,შეგრძნებები კი ძლიერი მაქვს,სხვებიც ჩემსავით გრძნობენ და ხედავენ,მაგრამ ვერ ბედავენ,მე კი ვბედავ საკუთარი აზრის გამოხატვას". ასევე სურათი შეიძლება გამოყენებული იყოს რეკლამისთვის,მაგალითად: ზოგ დუქანში ფიროსმანის ხელოვნება სტუმრებს შესასვლელშივე ხვდებოდათ,იქ სადაც აბრა ეკიდა,შიგ შესულ კაცი კი მთლიანად მისი სურათებით იყო გარშემორტყმული.ზოგ დუქანში კი თხუთმეტზე მეტი სურათი ჰქონდათ ნიკოსი.(წყარო:წიგნი "დიდი მხატვრები"ვახტანგ ბერიძე)
  ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო თემაა,ბევრმა იცით ალბათ ამ ყველაფრის შესახებ,მაგრამ  არც თქვენთვის  უნდა იყოს უინტერესო და თუ არ იცის ვინმემ, მიხარია რადგან ამას ჩემი ბლოგიდან შეიტყობს.
  ბევრი ვიფიქრე თუ როგორ გამეკეთებინა,საიდან დამეწყო. პირველი რაც გავაკეთე ეს იყო ჩემი სტუმრობა ბიბლიოთეკაში (ჩემი უნივერსიტეტის ილიასი და საჯარო ) რადგან ჩემთვის სასურველი ინფორმაცია მომეძებნა.