Tuesday, April 19, 2011

რატომ მხატვრობა?

   ეს არის ჩემი პირველი "ბლოგი" რომელსაც ვაკეთებ მხატვრობაზე, უფრო ზუსტად კი თუ როგორ ვრცელდება ინფორმაცია მხატვრობის (ნახატების,სურათების)საშუალებით, როგორ იყენებდნენ მას ძველ დროში და  იყენებენ დღეს.
  ნახატი რამოდენიმე მნიშვნელობით შეიძლება იყოს გამოყენებული,მისი საშუალებით შეგვიძლია გამოვხატოთ:ემოცია,განწყობა,ტკივილი,ისტორია და ა.შ მაგალითად ცნობილი მხატვარი სეზანი ამბობს:"ვხატავ როგორც ვხედავ,როგორც ვგრძნობ,შეგრძნებები კი ძლიერი მაქვს,სხვებიც ჩემსავით გრძნობენ და ხედავენ,მაგრამ ვერ ბედავენ,მე კი ვბედავ საკუთარი აზრის გამოხატვას". ასევე სურათი შეიძლება გამოყენებული იყოს რეკლამისთვის,მაგალითად: ზოგ დუქანში ფიროსმანის ხელოვნება სტუმრებს შესასვლელშივე ხვდებოდათ,იქ სადაც აბრა ეკიდა,შიგ შესულ კაცი კი მთლიანად მისი სურათებით იყო გარშემორტყმული.ზოგ დუქანში კი თხუთმეტზე მეტი სურათი ჰქონდათ ნიკოსი.(წყარო:წიგნი "დიდი მხატვრები"ვახტანგ ბერიძე)
  ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო თემაა,ბევრმა იცით ალბათ ამ ყველაფრის შესახებ,მაგრამ  არც თქვენთვის  უნდა იყოს უინტერესო და თუ არ იცის ვინმემ, მიხარია რადგან ამას ჩემი ბლოგიდან შეიტყობს.
  ბევრი ვიფიქრე თუ როგორ გამეკეთებინა,საიდან დამეწყო. პირველი რაც გავაკეთე ეს იყო ჩემი სტუმრობა ბიბლიოთეკაში (ჩემი უნივერსიტეტის ილიასი და საჯარო ) რადგან ჩემთვის სასურველი ინფორმაცია მომეძებნა.

No comments:

Post a Comment